Saturday, 2026-04-11, 2:02 PM
My site
 
Site menu

News topics
GAME [21]
Music [2]
Clip [0]
Rugbi [0]
TXOVNA IYO [0]
Shabatis Shou [1]
Leqsikoni [0]
Sport [0]
MUVE [13]
SOFT [345]
VIDEO [1]
PICTURE [11]
flesh games [0]
Drois Mosaklavi [0]
Css-Source [0]

Our survey
Rate my site
Total of answers: 21

Main » 2007 » November » 4 » სუბორდინაცია [DVDRip]
სუბორდინაცია [DVDRip]
10:06 AM

სუბორდინაცია [DVDRip]

დასახელება: “სუბორდინაცია”
გამოშვების თარიღი: 22 ივნისი, 2007 წელი
რეჟისორი: აჩიკო ქავთარაძე
მთავარ როლებში: ლევან დობორჯგინიძე, დათო იაშვილი, თორნიკე ბზიავა, ირაკლი გაბაშვილი.

ფილმის შესახებ:
ეს ახალი ქართული ფილმი დოკუმენტურ სტილშია გადაღებული. თუ ვინმეს უნდა გაიგოს ნარკომანების ყოფა-ცხოვრების შესახებ, “სუბორდინაცია” ყველაფერს დეტალურად აჩვენებს.
ფილმში არ არის გამოკვეთილი მთავარი გმირი. არის რამოდენიმე პერსონაჟი, რომლეცი დღედაღამ იმის ფიქრშია, წამალი სად იშოვოს. ეს გმირები ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს, თითქოს რეჟისორს იმის თქმა უნდა, რომ წამალზე დამოკიდებული ყველა ადამიანი ერთნაირი ქცევით და ცხოვრების წესით გამოირჩევა.
სხვათაშორის ფილმში მარტო ახალგაზრდების ყოფა არ არის ნაჩვენები. “სუბორდინაცია”-ში იკეთებს ყველა, პოლიციელიც, მოხუციც და პატარა ბიჭიც. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალაქი ნარკომანების ერთი დიდი თავშეყრის ადგილია, სადაც ზოგი წამალს ეძებს და ზოგიც “დოზას” ყიდის.
“სუბორდინაცია” საქართველოს ახალი თაობის რეჟისორის, აჩიკო ქავთარაძის ნამუშევარია. პროდიუსერად და ავტორად კი ვახტანგ რჩეულიშვილის ვაჟი გვევლინება, რომელიც, თავისივე განცხადებით, ყოფილი ნარკომანია (იგი მომავალში აპირებს, თბილისში ნარკომანიასთან ბრძოლის ცენტრი გახსნას).
ამ ფილმში ერთადერთი ნაკლი ოპერატორი ნამუშევარია. მან აშკარად ვერ აუწყო ფეხი რეჟისორის ჩანაფიქრს.
“სუბორდინაცია”-ში ბევრი ქართველი ვარსკვლავი თამაშობს, “ძველებიც” და “ახლებიც”. ყველა მათგანი მაქსიმალურად ცდილობს იდეალურად შეესატყვისებოდეს თავის პერსონაჟს.
მთლიანობაში ეს ახალი საათნახევრიანი ფილმი აშკარად გამოვიდა. მაყურებელი არ ინანებს, თუ ამ ფილმის სანახავად კინოთეატრში წავა, რადგან თვალნათლივ დაინახავს ქართულ შემაზარავ რეალობას. აღსანიშნავია, რომ ქართულ კინოთეატრებში ეს ფილმი საკმაოდ დიდი წარმატებით გადიოდა.

ხანგრძლივობა: 01:14:08
ხარისხი: DVDRip









 
 

Category: MUVE | Views: 991 | Added by: FILA | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form

News calendar
«  November 2007  »
Su Mo Tu We Th Fr Sa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

Search

Site friends

Copyright MyCorp © 2026Free website builderuCoz